CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
„ვითარება ჯანსაღი, მოთხოვნა კი დასტაბილურებულია“ - ბიოგრაფი ლივინგი

„ვითარება ჯანსაღი, მოთხოვნა კი დასტაბილურებულია“ - ბიოგრაფი ლივინგი

June 4, 2025, 9:40 a.m.

დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფი ლივინგში“ ფიქრობენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება ჯანსაღია. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ რეკორდული წლების მერე გარკვეული კლების მოლოდინი არსებობდა, თუმცა ეს სექტორში კრიზისის არსებობაზე არ მიანიშნებს.

ფხაკაძე თვლის, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გათვალისწინებით მოთხოვნა და ფასი უძრავ ქონებაზე წლის განმავლობაში მზარდი იქნება.

„ვფიქრობ ბაზარზე ვითარება არის ჯანსაღი და მოთხოვნა დასტაბილურებული. გაყიდვებს რომ ვუყურებთ სტაბილურია თვის და წლის ჭრილში. 2 წლის წინ სხვა მიზეზები იყო, ახლა სტაბილურობაა. ფასის ზრდის ფუნდამენტური მიზეზებია მიწის ღირებულება და მისი დეფიციტი, მეორე მიზეზია ხარჯის გაძვირება, მუშახელის ხელფასის კატასტროფული ზრდაა, რაც გასაყიდ ფასზე აისახება.

ვფიქრობ ეს ფასის ზრდა გაგრძელდება, თუმცა არ იქნება ისეთი, როგორიც ფიქსირდებოდა წინა წლებში. საუბარია დაახლოებით წლიურ 10%-ზე რაც რეალისტურია ასეთი განვითარებადი ქვეყნისთვის.

ქვეყანაში ეკონომიკური მონაცემები ჯანსაღია, ორნიშნა ზრდა გვაქვს რაც დადებითი სიგნალია, ამიტომ ვფიქრობ რომ ბაზარი ჯანსაღია და არის ზრდის პოტენციალი. რომ შევედაროთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, იგივე ერევანში, უძრავი ქონება 20-30%-ით უფრო ძირია, ვიდრე თბილისში რაც გაუგებარია, ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიმართებითაც.

პოლიტიკური პროცესები ცხადია მოქმედებს ეკონომიკურ განვითარებაზე, თუმცა დღეს ჯანსაღია და ეს აისახება როგორც ჩვენ სექტორზე, ისე სხვაგან.“ - განაცხადა ფხაკაძემ.

← უკან დაბრუნება