CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღება და მასთან დაკავშირებული საკითხები - იურიდიული რჩევები ბექა თეზელაშვილისგან

უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღება და მასთან დაკავშირებული საკითხები - იურიდიული რჩევები ბექა თეზელაშვილისგან

June 11, 2025, 10 a.m.

უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღება და მასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ კომპლექსური და დეტალური პროცესია,რომელიც საქართველოს კანონმდებლობით კარგად არის განსაზღვრული.არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე:კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა.აქედან გამომდინარე,გარდაცვლილისქონების მემკვიდრეობით სხვა პირებზეგადასვლა ხორციელდება კანონით ან ანდერძით,შესაძლებელიაორივე გზითაც .კანონითმემკვიდრეობისდროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:პირები,რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის,აგრეთვე,მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან.ანდერძითმემკვიდრეობისდროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, აგრეთვე, იურიდიული პირები. კანონით მემკვიდრეობის დროს კანონი თვითონ არეგულირებს, ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის ქონება და რა რაოდენობით. ამ დროს არსებობს მემკვიდრეთა რიგითობის პრინციპი , რაც იმას ნიშნავს, რომ წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

კანონით მემკვიდრეებს რიგითობის მიხედვით მიეკუთვნებიან,სულ არის 5 რიგის მემკვიდრეობა.

Iრიგს მიეკუთვნება– გარდაცვლილის შვილები, ან შვილი რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები, სამოქალაქო ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით. ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის სამკვიდრო ნაწილდება თანაბრად. ამ დროს მემკვიდრეთა უფლებებს შორის არ არსებობს განსხვავება სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით. მემკვიდრეთა შორის სამკიდროს გაყოფაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.

ანდერძით მემკვიდრეობის დროს, კანონით მემკვიდრეობისაგან განსხვავებით, გარდაცვლილ პირს ანდერძის შედგენით წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის დარჩება და რა რაოდენობით მისი ქონება.

ანდერძის მეშვეობით მამკვიდრებელს შეუძლია თავისი ქონება გადასცეს, როგორც კანონით მემკვიდრეს, ისე ნებისმიერ სხვა არანათესავ პირს, მათ შორის იურიდიულ პირსაც.

თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის წილ ქონებას თანაბრად მიიღებენ სხვა ანდერძით მემკვიდრეები.

ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები მიიღებენ სავალდებულო წილს მამკვიდრებლის ქონებიდან.

სავალდებულო წილი შეადგენს, იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდა პირველი რიგის მემკვიდრე, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.

მემკვიდრე ვალდებულია დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორები მიღებული სამკვიდროს ფარგლებში.

სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განმავლობაში. მემკვიდრემ, რომელიც ამ ვადას არ დაიცავს, შეიძლება დაკარგოს სამკვიდროს მიღების უფლება. თუ მემკვიდრე შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღებია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით.

სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრემ, რომელმაც ეს ვადა გაუშვა, შეიძლება მაინც მიიღოს მემკვიდრეობა, სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომაც, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.

სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან6თვის ვადის გასვლის შემდეგ.რომელსაც დაარეგისტრირებენ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მის საფუძველზე მოახდენენ მიღებული ქონების თავის სახელზე რეგისტრაციას.

ბექა თეზელაშვილი - იურისტი

(R)

← უკან დაბრუნება