CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
თბილისში უამრავი საბჭოთა პერიოდის კორპუსია, მათ ჩანაცვლებას მასშტაბური სახე უნდა მიეცეს - ბესო ორთოიძე

თბილისში უამრავი საბჭოთა პერიოდის კორპუსია, მათ ჩანაცვლებას მასშტაბური სახე უნდა მიეცეს - ბესო ორთოიძე

May 17, 2025, 7:04 p.m.

„არსის“ გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის განცხადებით, თბილისში უამრავი საბჭოთა პერიოდის დროინდელი კორპუსებია, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, ამიტომაც მათი ჩანაცვლება მალე უნდა მოხდეს. ამის შესახებ ორთოიძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა. მან ახსენა თბილისის მერიის პროგრამა ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების შესახებ, რომელიც დაახლოებით 8 წლის წინ დააანონსდა და აღნიშნა, რომ მას მასშტაბური სახე უნდა მიეცეს და ამ პროცესში ყველა მსხვილი კომპანია ჩაერთოს.

„თბილისში უამრავი საბჭოთა პერიოდის დროინდელი კორპუსებია, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, ასევე ცენტრალურ უბნებში ბარაკული ტიპის განაშენიანება გვაქვს. მერიის ინიციატივას, რაც ბოლოს ჰქონდათ [ხრუშჩოვკების ჩანაცვლება], მასშტაბური სახე თუ არ მისცეს, ფიზიკურად ვერ მოესწრება. მას მასშტაბი უნდა მიეცეს, ყველა მსხვილი კომპანია უნდა ჩაერთოს, რათა სწრაფად მოხდეს მათი ჩანაცვლება“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვა თავდაპირველად ჯერ კიდევ 2018 წელს გამოაცხადა. თუმცა მაშინ არცერთი კომპანია არ დაინტერესდა. შემდეგ ვარკეთილში, მესამე მასივში ავარიული კორპუსების - ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთხელ 2019 წელს გამოცხადდა, რომელშიც კომპანია „ვარკეთილი დიველოფმენთმა“ [არქის შვილობილი კომპანია] გაიმარჯვა. "არქიმ" მაშინ განაცხადა, რომ ეს მისთვის სოციალური პროექტი იყო.

თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ აიღო ვალდებულება, 7 545 კვადრატული მეტრი ჯამური ფართის მქონე ბინები, თეთრი კარკასის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტისთვის გადაეცა. ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტით "არქიმ" მერიას 142 ბინა 2023 წელს ჩააბარა.

← უკან დაბრუნება