CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
თბილისში ბინების გასაქირავებელი ფასი წლიურად 11%-ით შემცირდა - TBC Capital-ის მიმოხილვა

თბილისში ბინების გასაქირავებელი ფასი წლიურად 11%-ით შემცირდა - TBC Capital-ის მიმოხილვა

July 10, 2025, 10:49 a.m.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონებისბაზრის მოცულობაწლიურად 19%-ით გაიზარდა და $264 მილიონი შეადგინა. თვის ჭრილში კი მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის"ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

2025 წლის ივნისში თბილისში 3,236 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. ეს ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტითაა გამოწვეული. მაჩვენებელი თვის ჭრილში 2%-ით შემცირდა.

საშუალო გასაყიდი ფასი1,269 $/კვ.მ-ს გაუტოლდა და წლიურად 8%-ით გაიზარდა. თვის ჭრილში კი მატება 0.2%-ია.

გასაქირავებელმა ფასმა10.4 $/კვ.მ შეადგინა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.

ბაზარზე პოტენციური მიწოდების კუთხით, 2025 წლის 6 თვეშისამშენებლო ნებართვაგაიცა 697 ათას საცხოვრებელ კვადრატულ მეტრზე, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.

რაც შეეხება ახალი და ძველი ბინების გაყიდვებს, 2025 წლის ივნისში ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობამ 680 შეადგინა, წლიურ ჭრილში კი 10%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობამ 2 556-ს მიაღწია, რაც წლიურად 12%-იანი ზრდაა. გასულ რამდენიმე თვესთან შედარებით, ახალი ბინების წილი ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში გაიზარდა და 21%-ს გაუტოლდა.

50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ბინების წილი ჯამური გაყიდვებში 44%-ს შეადგენს და კვლავ უდიდესი წილის მქონე კატეგორიად ნარჩუნდება. რაც შეეხება 125- კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინებს, მათი წილი დაბალია და 4%–ს შეადგენს.

2025 წლის ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია ჯამურ ტრანზაქციებში იმ ბინების წილი რომელთა ფასი კვ.მ-ზე აღემატება $900-ს. რაც შეეხება ბინებს 900 $/კვ.მ-ზე დაბალი ფასით, მათი წილი ჯამურ გაყიდვებში წლიურად 14 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 28%-ს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

← უკან დაბრუნება