
თბილისი იზრდება - პირველი თვითმყოფადი უბანი "თბილისის აკრები" კამპანიას იწყებს
July 3, 2025, 4:50 p.m.
ქალაქში ახალი ბილბორდები გამოჩნდა გზავნილით —“თბილისი იზრდება”, რაც ახალი, ინოვაციური დეველოპერული პროექტის,“თბილისის აკრების”პირველი კამპანიაა.
კამპანიის მთავარი გზავნილი გულისხმობს, რომ პროექტის ფარგლებში, ქალაქისწორი და ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება. ამას განაპირობებს ორიფაქტორი: ამუბნის სწორი დაგეგმარება და მისი სრული ფუნქციურობა, რაცქალაქში დატვირთვას ანაწილებს.
“თბილისის აკრები” არ შენდება უკვე დასახლებულ და გადატვირთულ არეალებში,არამედითვისებს ახალ ტერიტორიას ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ცენტრალურუბნებს,ვაკესა და საბურთალოს შორის.ამ გზით მოხდება ქალაქისდატვირთვის დეცენტრალიზაცია და გადანაწილება, რაც შექმნის შესაძლებლობას,შემცირდეს გადაადგილება ქალაქის სხვა უბნებში. ამასთანავე, სპეციალურად ამ უბანში მისასვლელად,იგეგმება ახალი გზის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს უბნის მარტივ ინტეგრაციას ქალაქის ინფრასტრუქტურაში.
„კამპანიის შექმნისას, მთავარი აქცენტი გაკეთდა თბილისის მაცხოვრებლებზე,რადგან “თბილისის აკრების” მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა და სოციალურისივრცეებიქმნის ახალი მიზიდულობის ცენტრს თბილისში, არა მარტო უბნისმაცხოვრებლებისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის“, -აცხადებს “ანაგი ქოლაბის” გენერალური დირექტორი - თამარ გაფრინდაშვილი.
კამპანიის ფარგლებში, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზას, რომელიცამასთანავე, “თბილისის აკრების” ცენტრალური ქუჩაა, სახელს თბილისის მაცხოვრებლები შეურჩევენ. “თბილისი იზრდება” კამპანიის ფარგლებში, ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ,ვებ-გვერდისსაშუალებით -https://tbilisiacres.ge- სახელი დაარქვან ქუჩას. თბილისის მაცხოვრებლების მიერ ქუჩის სახელის შერჩევა იქნება პირველი სიმბოლური
ქმედება, რასაც “თბილისის აკრები” მომხმარებელთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად განახორციელებს.
„ეს არის ახალი სტანდარტი უძრავი ქონების სექტორში, რომლის მიხედვითდეველოპერული პროექტი პირდაპირ დიალოგში შედის საზოგადოებასთან.“თბილისის აკრები” ინოვაციურია საკუთარი მწვანე მიდგომითაც. პროექტიინარჩუნებს ტერიტორიის პირველად იერსახეს, რაც ნიშნავს, რომარქიტექტურაერგება ადგილობრივ გარემოს, და არა პირიქით, განაშენიანება მხოლოდ 15%-ია, ხოლო 85% ბუნებრივ, მწვანე საფარს უკავია. ეს კიდევ ერთ უნიკალურობას სძენს პროექტს, რადგან მსგავსი განაშენიანების პროპორცია ქალაქში არ არსებობს.“ - აცხადებს„ანაგი ქოლაბის“ გენერალური დირექტორი - თამარ გაფრინდაშვილი.
დღეს, “თბილისის აკრები” ერთ-ერთი ყველაზეაქტუალური პროექტიასაინვესტიციოდ, რადგან მდებარეობს ბიზნეს და კულტურული ცენტრებისგასაყარზე, ორ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ უბანს შორის და ქმნის ახალიმიზიდულობის ცენტრს ქალაქში. ცხოვრების ახალი მოდელი, პრესტიჟულობა,ინოვაციურობა და გრძელვადიანი ხედვა, “თბილისის აკრებს” ბაზარზე ერთ-ერთყველაზე გონივრულ ინვესტიციად აპოზიციონირებს.
პროექტს წარმოგიდგენთ„ანაგის“ შვილობილი კომპანია — „ანაგი ქოლაბი“, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ სერვისებს სთავაზობს და მიზნად ისახავს ინოვაციური და მდგრადი პროექტების ხელშეწყობით, სექტორის ახალ საფეხურზე აყვანას, რაც იმის პირობაა, რომპროექტის თავდაპირველი ჩანაფიქრი და სახე არასდროს შეიცვლება.
“თბილისის აკრები” ქალაქის განვითარების ახალი საფეხურია, რომელიც მოიაზრებსქალაქის მაცხოვრებლების მაქსიმალურ ჩართულობას და ამ კამპანიითსაზოგადოებას მოუწოდებს ჩაერთოს ახალი უბნის ქუჩის სახელის მოფიქრებაში.