CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
რუსთავში ბინების ფასი კვ.მ-ზე 750$-დან იწყება - როგორია მოთხოვნა?

რუსთავში ბინების ფასი კვ.მ-ზე 750$-დან იწყება - როგორია მოთხოვნა?

June 4, 2025, 7:10 p.m.

გაყიდვების კომპანია „პროსპექტის“ პარტნიორის ლევან ელიზბარაშვილის თქმით, რუსთავში აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს. საუბარია როგორც ძველი, ისე ახალი რუსთავის ტერიტორიაზე, სადაც ფასები 750$-დან 1250$-მდე მერყეობს.

კომპანიის ინფორმაციით, უმეტესად რუსთავში ბინებს საცხოვრებელი მიზნობრიობით ყიდულობენ.

„რუსთავში მიმდინარეობს ძალიან ბევრი პროექტი, როგორც დიდი, ისე საშუალო და პატარა. განსაკუთრებით განაშენიანება შეინიშნება ახალ რუსთავში, სადაც თავისუფალი ტერიტორიების ათვისება ხდება. აქტიურობა მაღალია როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური დეველოპერების მხრიდან.

ფასი განსხვავებულია თბილისთან შედარებით, იწყება 750$-დან და ადის 1250$-მდე. უფრო ძვირი ღირს ცხადია ძველ რუსთავში. რაც შეეხება მოთხოვნას, საკმაოდ მაღალია რასაც განაპირობებს არსებული ღირებულება რაც თბილისთან შედარებით ბევრად ნაკლებია. გადაადგილების მხრივ კი მაგ. თავისუფლების მოედნამდე მოსვლა რუსთავიდან უფრო მარტივია, ვიდრე პირობითად დიდი დიღმიდან.

რუსთავის ბაზრისთვის დამახასიათებელია ბინის ყიდვა საცხოვრებელი მიზნებისთვის, თუ თბილისში პატარა ბინებია მოთხოვნაში, აქ პირიქით, ორ საძინებლიანი, რადგან ქირის ფასი თბილისთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.“ - განაცხადა ლევან ელიზბარაშვილმა.

← უკან დაბრუნება