CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
როგორ ვიყიდოთ ბინა უსაფრთხოდ? - ძირითადი ნაბიჯები რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

როგორ ვიყიდოთ ბინა უსაფრთხოდ? - ძირითადი ნაბიჯები რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

July 7, 2025, 1:12 p.m.

ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ფინანსური და იურიდიული გადაწყვეტილებაა, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე.

მოგახსენებთ ბინის ყიდვის ძირითად ნაბიჯებს და იმ საკითხებს, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ:

გამოიყენეთ სანდო პლატფორმები ან სააგენტოები.აუცილებელია შემოწმდეს, არის თუ არა ბინა:რეგისტრირებულისაჯარორეესტრში,რომლის გადამოწმება შესაძლებელიარეესტრისვებსაიტზე. გადასამოწმებელიამესაკუთრეობისსტატუსინამდვილად ეკუთვნის თუ არა გამყიდველს.არის თუ არადაუტვირთავი იპოთეკით, ყადაღით ან სხვა შეზღუდვით.

მყიდველმა უნდა მოითხოვოს უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. თუ მშენებარე სტატუსის მქონეა მშენებლობის ნებართვის და შეთანხმებული პროექტის ბრძანება. თუ მესამე ანუ მინდობილი პირი ყიდის მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ მინდობილობა. თუ იურიდიული პირია ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ვინაიდან დადგინდეს ხელმომწერი პირის უფლებისუნარიანობა. მინდობილობით გაყიდვის შემთხვევაში აუცილებელია მინდობილობა გადამოწმდეს ნოტარიუსთა პალატაში, რადგან დადგინდეს მისი ვალიდურობა. ხელშეკრულების გაფორმების დროს აუცილებელია დეტალურად იყოს გაწერილი ყველა უფლება მოვალეობანი, რაც მხარეების მიერ ზეპირ სიტყვიერად იქნება თქმული. თუ ნოტარიუსთან არ მოხდება ხელმოწერა აუცილებელია რეგისტრაცია მოხდეს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში.

ქონების დოკუმენტაციის გადამოწმება საჯარო რეესტრში საქართველოში საკმაოდ მარტივია და შესაძლებელია როგორც ონლაინ,ისე ფიზიკურად ადგილზე სტუმრობით იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის სივრცეში.

(R)

← უკან დაბრუნება