CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
რას სთავაზობს საცხოვრებელი კომპლექსი GREENITY მობინადრეებს?

რას სთავაზობს საცხოვრებელი კომპლექსი GREENITY მობინადრეებს?

June 17, 2025, 8:10 p.m.

კომპანია green land სანდრო ეულის N7 -ში 23 სართულიან საცხოვრებელ პროექტ GREENITY-ს აშენებს, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ დოლარს აჭარბებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან აგლაძე აცხადებს, საცხოვრებელი კომპლექსი 100 ბინას, კომერციული და საოფისე ფართებს, გამწვანებულ ეზოს და სამ სართულიან პარკინგს აერთიანებს, მის კონცეფციაზე კი არქიტექტურულმა კომპანია „ტასჰაბმა“ იმუშავა. პროექტი სრულად მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

„გრინითი სანდრო ეულის N7-ში შედება, ეს არის 23-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მეექვსედან 23 სართულამდე ბინებს მოიცავს. არის ერთ, ორ, სამ და ოთხსაძნებლიანი ბინები. სამი სართული ეთმობა არასაცხოვრებელ ფართებს, რომელიც მორგებული იქნება მობინადრეების საჭიროებებს, აქ განთავსდება ფიტნეს დარბაზი, შეხვედრების ოთახი, საკონფერენციო და კაფე.

მთლიანად დახურული სივრცეა, დაცვით, მებაღის და დალაგების, ასევე კონსიერჟის სერვისით, 24 სთ-იან რეჟიმში იქნება დაცვაც. პრიორიტეტი ეთმობა გარემოს, რომელიც მორგებულია მოსახლეობაზე.ამ პროექტზე საწყისი ეტაპიდან ნებართვამდე, სრულად იმუშავა „ტასჰაბის“ პროფესიონალმა გუნდმა. მათთან არაერთი პროექტი გვაკავშირებს, რადგან ჩვენთვის ძალიან მოსახერხებელია პარტნიორობა ისეთ ჯგუფთან, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს. მიღმა ამისა უნდა ითქვას, რომ პროექტი დგება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, ყურადღება ეთმობა როგორც გამწვანებას და არქიტექტურას, ისე კომერციულ ინტერესსაც, ამ მხრივ საუკეთესო ალტერნატივის შეთავაზება დამკვეთისთვის მნიშვნელოვანია.

GREENITY-ი ენერგოეფექტურია, მოთხოვნებს გაცილებით ვუსწრებთ, რადგან პრემიუმ კლასში პირველი პროექტია და ხარისხზე ორიენტირებულები ვართ. სამი სართული ეთმობა პარკინგს, გვექნება ელექტრომობილების სატენებიც.

რაც შეეხება ვადებს ის დასრულების ეტაპზეა. სექტემბრის ბოლოსკენ პროექტში სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული, ოქტომბრის ბოლოდან იგეგმება ეზოს მოწყობის სამუშაოების დასრულებაც,“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას green land-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ლევან აგლაძემ.

(R)

← უკან დაბრუნება