
პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია - G&T
July 8, 2025, 2:30 p.m.
პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია. ამის შესახებGalt & Taggart-ისთბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Galt & Taggart-მა2025 წლის ივნისში სისტემური დეველოპერების გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს). კვლევა აჩვენებს, რომ გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.
კვლევის თანახმად,2025 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. ამასთან, გაყიდვები მაისში წლიურად 48.1%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის მაისის რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის 5 თვის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა.