CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
მაისში, ბათუმში ბინების გაყიდვები და ფასი გაიზარდა - მ²-ის საშუალო ღირებულება 1 203 დოლარია

მაისში, ბათუმში ბინების გაყიდვები და ფასი გაიზარდა - მ²-ის საშუალო ღირებულება 1 203 დოლარია

June 23, 2025, 7:45 p.m.

მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბათუმში 1 354 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის მაისის გაყიდვების მაჩვენებელს 8.9%-ით აღემატება.

Colliers Georgia-ს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 23.7%-ით 76 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

მაისში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 10.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3.7%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში 2025 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20.8%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,203 აშშ დოლარი შეადგინა.

"ფასის ზრდა ძირითადად გამოწვეულია პირველადი ბაზრით, სადაც საშუალო შეწონილი ფასი 23.6%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას", - აღნიშნულია recov.ge-ზე განახლებულ მიმოხილვაში.

შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები.

← უკან დაბრუნება