CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
ჯანმრთელობა, როგორც ინვესტიცია — Grand Towers სოციალურ კამპანიას იწყებს

ჯანმრთელობა, როგორც ინვესტიცია — Grand Towers სოციალურ კამპანიას იწყებს

July 3, 2025, 5:42 p.m.

სამშენებლო და ურბანული განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტად ცნობილი Grand Towers ახალ სოციალურ ინიციატივას იწყებს — ამჯერად პარტნიორობით წამყვან თურქულ სამედიცინო დაწესებულებებთან: Kanuni Eğitim Araştırma Hastanesi და Haçkalı Baba Hastanesi.

პარტნიორობის საფუძველზე, ყველა ბინის მყიდველს საჩუქრად გადაეცემა ორწლიანი Check-up პაკეტი — სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება წელიწადში ერთხელ, ორი წლის განმავლობაში.

=

რა არის ამ ინიციატივის არსი?

ეს არის მოწოდება, რომ ჩვენი ყველაზე ძვირფასი რესურსი – ჯანმრთელობა – უნდა გახდეს ყოველდღიური ცხოვრების პრიორიტეტი.

Grand Towers-ის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს შეთავაზება არის წახალისება, დავიწყოთ ზრუნვა საკუთარ თავზე სისტემურად და პროფესიულად.

„სახლი მხოლოდ კედლები არ არის – ის შენ ხარ. ჩვენი ხედვა უძრავი ქონების მიღმა გადის – ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ხარისხიან ცხოვრებას საფუძველი ჯანსაღი სხეულით და გონებით ეყრება,“ — აცხადებენ პროექტის ავტორები.

პროგრამის მიზანია პროფილაქტიკური მედიცინის პოპულარიზაცია, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს დროულად მიხედონ საკუთარ ჯანმრთელობას და თავიდან აიცილონ სერიოზული გართულებები.

Grand Towers-ის მაცხოვრებლები იღებენ მეტს, ვიდრე უბრალოდ ბინას – ისინი იწყებენ ცხოვრების სტილს, სადაც ჯანმრთელობა მოდის პირველ ადგილზე.

(R)

← უკან დაბრუნება