
II კვარტალში ბინების მწვანე კარკასის მ²-ის მედიანური ფასი ₾4 245, თეთრის ₾3 583 იყო
July 23, 2025, 12:15 p.m.
მეორე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონება I კვარტალთან შედარებით 1%-ით გაიაფდა, გასული წლის აპრილ-ივნისთან შედარებით 5.4%-ით გაძვირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის მიხედვით, II კვარტალში მ²-ის მედიანური ფასი მწვანე კარკასის შემთხვევაში 4 245 ლარი იყო, თეთრი კარკასი - ₾3 583, შავი კარკასის კი ₾3 297.
ამასთან, I კვარტალთან შედარებით მწვანე კარკასის შემთხვევაში მცირედ შემცირდა, გასული წლის II კვარტალთან შედარებით კი გაიზარდა. თეთრი კარკასის შემთხვევაში წლიურად მ²-ის მედიანური ფასი გაზრდილია, ხოლო I კვარტალთან შედარებით თითქმის იგივეა, შავი კარკასის ღირებულება კი გაიზარდა.
ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში მ²-ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით:
II კვარტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის მიხედვით, ამ პერიოდში როგორც ბინების, ასევე კერძო სახლების მ²-ის მედიანური ღირებულება ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო, მეორე ადგილს ვაკე იკავებს, მესამეზე კი ჩუღურეთია.