CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
„გზამკვლევი დეველოპერებისთვის“ - რას სთავაზობს არქიტექტურული კომპანია „ტასჰაბი“ თავის მომხმარებლებს?

„გზამკვლევი დეველოპერებისთვის“ - რას სთავაზობს არქიტექტურული კომპანია „ტასჰაბი“ თავის მომხმარებლებს?

May 15, 2025, midnight

გადაცემა "უძრავი ქონებს პროსპექტი“ არქიტექტურულ კომპანია "ტასჰაბთან" პარტნიორობას აგრძელებს. რუბრიკის ფარგლებში კომპანია დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტებზე და ამ პროცესში არქიტექტურის მნიშვნელობაზე საუბრის შესაძლებლობას აძლევს.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს დამკვეთებს უამრავ არქიტექტურულ სერვისს, მნიშვნელოვანია, რომ მათ აღნიშნულ რუბრიკაში მოსვლის საშუალება ჰქონდეთ, სადაც ისაუბრებენ თავიანთ პროექტებზე, დამატებით ისაუბრონ საკუთარ შესაძლებლობებზე. წინა გამოცდილების გათვალისწინებით ეს მათზე საკმაოდ პოზიტიურად აისახა, რადგან ხელს უწყობს მათი პროექტების ცნობადობის გაზრდას.

ზოგადად არქიტექტურის როლი დეველოპმენტში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ პროექტი არ არის მომგებინი ყველაფერი აზრს კარგავს, შეიძლება იყოს ლამაზი, მაგრამ არ იყოს ისე ათვისებული, რომ მშენებელი დარჩეს კმაყოფილი.

ჩვენ ვმუშაობთ ერთი ფანჯრის პრინციპით, 20 ადამიანია ამ პროცესში ჩართული და მიზანია, რომ დეველოპერებმა ყველა მომსახურება მიიღონ ერთ სივრცეში. „ტასჰაბი“ თავიდანვე ერთვება პროექტის შესრულებაში და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში უმოკლეს ვადაში ასრულებს ყველა ტიპის სამუშაოს.“ - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა სერგი გიორგაიამ.

"ტასჰაბი," მომხმარებელს ყველა ტიპის საპროექტო დოკუმენტაციას ერთ სივრცეში სთავაზობს. კომპანია უკვე 6 წელია ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ათეული პროექტი აქვს შესრულებული.

(R)

← უკან დაბრუნება