
ელგუჯა თურმანიძე: „რუკაზე მოგვიწია იმის ახსნა სად ვიყავით“ – რა იციან საერთაშორისო ბრენდებმა საქართველოზე?
May 18, 2025, 1:48 p.m.
ELT GROUP-ის დამფუძნებლის ელგუჯა თურმანიძის განცხადებით, ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ რთულია.
როგორც მან ქვეყნის ცნობადობის კონტექსტში განაცხადა, ხშირად მსხვილი სასტუმროს წარმომადგენლები საქართველოზე ინფორმაციას არ ფლობენ, რაც მოლაპარაკებების პროცესებს ართულებს.
„მარტივი ნამდვილად არ არის. ორი მოცემულობა გაქვს, ერთი როცა ბრენდი უკვე ოპერირებს შენს ქვეყანაში ან რეგიონში, მათთან შედარებით ნაკლებია მოლაპარაკებების წარმოების დრო. ჩვენს შემთხვევაში WYNDHAM ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში, თუმცა ჩვენ გვინდოდა წამოგვეღო მისი ისეთი ხაზი, რომელიც ჯერ არ იყო რეგიონში, რადგან ამას ექნებოდა უფრო მეტი მხარდაჭერა მათგან. მოხარულები ვართ, რომ დღეს ამის შედეგს ვხედავთ.
რაც შეეხება სხვა ბრენდებთან თანამშრომლობას, როგორც იცით ჩვენ ვართ ექსკლუზიური წარმომადგენლები და პარტნიორები Barcelo Hotels group-ის, რომელიც ერთ-ერთი დიდი ქსელია ცენტრალურ ევროპას, ხმელთაშუა ზღვის პირასაა და ლათინურ ამერიკაში, მასაც აქვს 3*-დან 5*-მდე ხაზები. ჩვენ მათთან ერთად თბილისში ვაშენებთ 5*-იან სასტუმროს.
მათთან მოლაპარაკება გაცილებით დიდხანს გაიწელა, რადგან რეგიონში პირველი ნაბიჯი თურქეთის აქეთ, ჩვენთან გადმოდგეს. საქართველოს არსებობის შესახებ მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ იცოდნენ. რუკაზე მოგვიწია ახსნა იმისასად ვიყავით, როგორ ვიყავით, 1 წელი ვუმტკიცებდით, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი უსაფრთხო ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოყვანილი სტატისტიკები მოვიყვანეთ და ამის შემდეგ გამოხატეს ინტერესი.“ - აღნიშნა თურმანიძემ.
ინფორმაციისთვის, გასული კვირის ბოლოს კომპანია „ილეთი ჯგუფმა“ Wyndham Hotel Group-თან ერთობლივი კოლაბორაციით, 98 ნომრიანი სასტუმრო LA QUINTA BY WYNDHAM გაიხსნა. ობიექტი ახალ ბულვარში „იელთი კვარტალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს და სტანდარტულ და ექსკლუზიურ ნომრებთან ერთად სპა ცენტრს, საუნას, სავარჯიშო დარბაზს, კვებისა და საკონფერენციო სივრცეებს აერთიანებს.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10$მლნ-ია.