
ბინის შეძენა აგენტის მეშვეობით vs დამოუკიდებლად - რა ჯობია და რატომ? - რჩევები ბექა თეზელაშვილისგან
June 18, 2025, midnight
ქონების შეძენა აგენტის მეშვეობით თუ დამოუკიდებლადხშირად დასმული კითხვაა უძრავი ქონების ან სხვა მაღალი ღირებულების შენაძენთან დაკავშირებით.ორივე მიდგომას თავისი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები აქვს.
აგენტის დახმარებით შეძენის უპირატესობებია პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება. აგენტს კარგად ესმის ბაზარი,ფასები,და დაგეხმარებათ საუკეთესო ობიექტის შერჩევაში.აგენტი დაგეხმარებათ კონტრაქტების გადამოწმებაში,იურიდიული რისკების შემცირებაში და პროცედურების გამარტივებაში.გამოცდილი აგენტს შეუძლია მყიდველის სასარგებლოდ აწარმოოს მოლაპარაკება.ზოგჯერ აგენტს აქვთ წვდომა ობიექტებზე,რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.აგენტის ნაკლოვანებაში შეიძლება მივიჩნიოთ ხარჯი, ჩვეულებრივ, აგენტი იღებს 2-5% საკომისიოს, ან სხვა ტიპის ანაზღაურებას. არ არის მარტივი სანდო აგენტის პოვნა შემდეგი გარემოების გამო: შესაძლოა მეტი ყურადღება დაუთმოს გამყიდველის ინტერესებს, თუ ის ორმხრივი აგენტია.
რაც შეეხება დამოუკიდებლად მოძიებას ქონების და მის შეძენას, უპირატესობად შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ არ გაქვს დამატებითი ხარჯი,თავისუფალი ხარ მოლაპარაკების პერიოდში, აწარმოებ პირდაპირ კომუნიკაციას გამყიდველთან, უფრო მჭიდრო კავშირს ამყარებ გამყიდველთან, რამაც შესაძლებელია დადებითად წარმართოს მოლაპარაკებები. სამაგიეროდ საჭიროა დიდი დრო და რესურსი, ყველაფერი მყიდველის მოსაგვარებელია – ძიება, შეფასება, დოკუმენტაცია. საფრთხეს რაც შეეხება ნაკლები ცოდნა ბაზარზე და სამართლებრივ ასპექტებზე არ იცოდე კონკრეტული რაიონის ან უბნის ფასები, ობიექტის შიდა რისკები ან იურიდიული ხარვეზები.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე თუ გამოცდილება ნაკლები გაქვს და შენაძენი სერიოზულია – აგენტი უფრო უსაფრთხო და ეფექტური გზაა. ხოლო თუ დრო, ცოდნა და რესურსი გაქვს, დამოუკიდებლად შეძენა შეიძლება უფრო ეკონომიური და მოქნილი იყოს.
ავტორი: ბექა თეზელაშვილი - იურისტი
(R)