CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი Grand Towers აქტიურ ფაზას ახალი მენეჯმენტით და ახალი ბრენდით იწყებს

ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი Grand Towers აქტიურ ფაზას ახალი მენეჯმენტით და ახალი ბრენდით იწყებს

May 20, 2025, 10 a.m.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი Grand Towers განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. პროექტი ამჟამად განახლებული მენეჯმენტური გუნდის მიერ იმართება, რომელიც მიზნად ისახავს სამშენებლო პროცესის დასრულებას, ინფრასტრუქტურის სრულ ამოქმედებას და პროექტის სრულყოფილ კომერციულ ჩაშვებას.

როგორც bm.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროექტში რებრენდინგი დაიწყო, რაც მოიცავს არა მხოლოდ სახელწოდების შეცვლას, არამედ სრულ სტრატეგიულ განახლებას – გაყიდვების ახალი არხების გახსნას, კომუნიკაციის ფორმატის განახლებას და ხარისხის კონტროლის სისტემების გაძლიერებას.

"დღეს Grand Towers წარმოადგენს მზა შეთავაზებას მყიდველისთვის, რომელიც ეძებს როგორც ხარისხიან საცხოვრებელ სივრცეს, ასევე გრძელვადიან საინვესტიციო შესაძლებლობას", – აცხადებს გაყიდვების ხელმძღვანელი ნინო ირემაძე.

მისივე თქმით, პროექტი გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მყიდველებზე და აქტიურად მიმდინარეობს გაყიდვების ეტაპი.

პროექტის ძირითადი მახასიათებლები:

მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში

რას მოიცავს პროექტი:

Grand Towers-ის ფარგლებში დაგეგმილია საცხოვრებელი და საინვესტიციო აპარტამენტები, ღია და დახურული პარკინგის ზონები, ასევე კომერციული ფართები. პროექტის კონცეფცია აერთიანებს საცხოვრებელ კომფორტს და ბიზნესს სივრცის ფუნქციურობას, რაც მას მიმზიდველს ხდის როგორც მცხოვრებლებისთვის, ისე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

Grand Towers აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ ხედვას, განვითარებად ინფრასტრუქტურასა და გეოგრაფიულად ხელსაყრელ მდებარეობას. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტის დასრულება და მცხოვრებლებისთვის ჩაბარება დაგეგმილია ეტაპობრივად, განრიგის მიხედვით.

← უკან დაბრუნება