CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
“არსენალი რეზიდენსი”- ისტორიული თბილისი, ახალი სიცოცხლითა და უნიკალური ხედებით - ადგილი, რომელიც საკუთარ თავზე ლაპარაკობს

“არსენალი რეზიდენსი”- ისტორიული თბილისი, ახალი სიცოცხლითა და უნიკალური ხედებით - ადგილი, რომელიც საკუთარ თავზე ლაპარაკობს

July 31, 2025, 9:07 a.m.

“არსენალი რეზიდენსი”- გამორჩეული და ყველაზე მოთხოვნადი მულტიფუნქციური უბანია, რომელიც თბილისის ისტორიულ ადგილას - არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩა N21-ში აქტიურად ვითარდება.

პროექტი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით, დაბალი განაშენიანებითა და ულამაზესი ხედებით მთელ თბილისზე. უბნის კონცეფციის შესაბამისად, მომავალ მობინადრეებს დახვდებათ მყუდრო, დაცული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

მშენებლობის უმაღლესი სტანდარტი, საოცარი ხედები, გამწვანებული, ავტომობილებისგან თავისუფალი სივრცე, სუფთა ჰაერი და ჩიტების ჭიკჭიკი - ეს ყველაფერი „არსენალი რეზიდენსში“ მოსულ ადამიანს გულგრილს ვერ დატოვებს.

თუ ერთხელ გვესტუმრებით, აუცილებლად მოგინდებათ გახდეთ ჩვენი მობინადრე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკეთეს საცხოვრებელ გარემოს თბილისის ძველ უბანში დღეს ვერ ნახავთ. მოკლედ - „გაგონილს ნანახი სჯობია.“

პროექტი უნიკალურია როგორც არქიტექტურული ჩანაფიქრით, ასევე შესრულებით. ეს არის თანამედროვე, ახალი და თბილისური უბანი ისტორიულ ადგილას - შიდა ქუჩებით, აივნიანი სახლებით, ეზოებით და სკვერებით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 საცხოვრებელი შენობა 500-მდე მიწისქვეშა პარკინგით. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა საჭირო სივრცე თანამედროვე და კომფორტული ცხოვრებისათვის: ნახევრად ოლიმპიური აუზი, სავარჯიშო დარბაზი, კვების ობიექტები, მოსასვენებელი ზონები, სავაჭრო და საოფისე ფართები, სპორტული მოედნები და სკვერები.

პროექტს განსაკუთრებულად გამოარჩევს 170 მეტრი სიგრძის ბულვარი, რომელიც ხერხემლად გასდევს “არსენალი რეზიდენსის”მთელ ტერიტორიას.

ტერიტორიის განვითარება დაიწყო 2023 წელს. დღეს A და B ბლოკების სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მობინადრეებმა უკვე დაიწყეს სარემონტო სამუშაოები.

ფასადზე გამოყენებულია ძველი საფასადე აგური, ხის და რკინის ელემენტები, დამონტაჟებულია OTIS-ის ბრენდის ლიფტები, ბინების შესასვლელი კარი აღჭურვილია ჭკვიანი სისტემით (Smart System), ხოლო ბინებს შორის კედლებზე გამოყენებულია ხმის დამხშობი აკუსტიკური პანელი, რაც მაქსიმალურ სიმშვიდესა და კომფორტს უზრუნველყოფს.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს C ბლოკის მშენებლობა, ბოლო D ბლოკის სამშენებლო სამუშაოებიც სულ რამდენიმე თვეში დაიწყება.

„გვიხარია რომ ჩვენი მობინადრეების მოლოდინები გავამართლეთ. შესრულებული სამუშაოების ხარისხი იმდენად თვალსაჩინოა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ საკუთარ თავზე უკვე ჩვენი გაკეთებული საქმე ლაპარაკობს.

შემუშავდა უბანში დაგეგმილი 170 მეტრი სიგრძის ბულვარის ლანდშაფტის არქიტექტურაც, რომელსაც უახლოეს მომავალში იხილავენ ჩვენი მობინადრეები და ფართო საზოგადოება.

„ქ. თბილისის მერიას შევთავაზეთ, რომ „არსენალი რეზიდენსი“-ის ტერიტორიაზე დაწყებული ბულვარი გაგრძელდეს არსენალის მთის ბოლომდე და იქცეს მთის ურბანულ ხერხემლად. შედეგად, თბილისს შეემატება დაახლოებით 1 კილომეტრი სიგრძის ბულვარი, რაც გამორიცხავს არსენალის მთის ქაოტურ განვითარებას.“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან ქარუმიძემ.

„არსენალი რეზიდენსი“-ს დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „MBG“ და კომპანია „დიერპი“, ხოლო პროექტის კომერციულ მიმართულებას მართავს კომპანიაWWW.GREA.GE

← უკან დაბრუნება