CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
აპრილში მშენებლობა წლიურად გაძვირდა, მარტთან შედარებით კი გაიაფდა - რამ იქონია გავლენა ინდექსზე?

აპრილში მშენებლობა წლიურად გაძვირდა, მარტთან შედარებით კი გაიაფდა - რამ იქონია გავლენა ინდექსზე?

June 6, 2025, 12:55 p.m.

2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 5.1%-ით.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის აპრილის თვის მონაცემებით, მათ შორის:

⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 8.3%-ით;

⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.5%-ით;

⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.6%-ით.

2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.2%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.53 და 1.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 22.8%-ით.

მშენებლობის ღირებულების ინდექსი აპრილში წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.3 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.45 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

← უკან დაბრუნება