CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
5 თვეში თბილისში გაყიდული ბინების 11% ისრაელის მოქალაქეებზე მოდის - G&T

5 თვეში თბილისში გაყიდული ბინების 11% ისრაელის მოქალაქეებზე მოდის - G&T

July 8, 2025, 12:55 p.m.

2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ბინების ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა. ამის შესახებGalt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Galt & Taggart-მა 2025 წლის ივნისში სისტემური დეველოპერების გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს). კვლევა აჩვენებს, რომ 5 თვეში გაყიდული ბინებიდან საქართველოს მოქალაქეებზე 77% მოდის.

ამასთან, თბილისშიუცხოელებიდან ყველაზე მეტი ბინა ისრაელის (11%) და რუსეთის მოქალაქეებმა (2%) იყიდეს.

უძრავი ქონების გაყიდვები მოქალაქეობის მიხედვით

← უკან დაბრუნება